2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში პიროტექნიკის ნაწარმის იმპორტი გაიზარდა.
“საქსტატის” მონაცემების თანახმად, აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში 6.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების (812.79 ტონა) პიროტექნიკის ნაწარმი (ფეიერვერკები, სასიგნალო შუშხუნები, წვიმის რაკეტები და სხვა პიროტექნიკური ნაწარმი) შემოვიდა, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების (501.23 ტონა).
2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში პიროტექნიკის ნაწარმი 8 ქვეყნიდან: ჩინეთიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ჩეხეთიდან, ბულგარეთიდან, თურქეთიდან და ავსტრიიდან შემოვიდა.
საქართველომ ყველაზე იაფად და დიდი მოცულობით პიროტექნიკის ნაწარმი ჩინეთიდან შეიძინა - კერძოდ, 663 ტონა, ჯამში 2.6 მლნ აშშ დოლარად. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს - აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში ბულგარეთიდან 3.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პიროტექნიკის ნაწარმი შემოვიდა, ჩეხეთიდან - 103 270 დოლარის, გერმანიიდან 7 920 აშშ დოლარის, საფრანგეთიდან 620 აშშ დოლარის, პოლონეთიდან 432 500 აშშ დოლარის, თურქეთიდან 4 560 აშშ დოლარის, ხოლო ავსტრიიდან 9 170 აშშ დოლარის.