საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიზნესის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა, ერთი საათია, გრძელდება და მას ეკონომიკური ბლოკის მინისტრებიც ესწრებიან.
შეხვედრის დაწყებამდე ბიზნესმენები მედიასთან ვერ აკონკრეტებდნენ, რა საკითხებზე იქნებოდა მსჯელობა. ამ სახის შეხვედრები პრემიერსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის პერიოდულად იმართება. ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა გასული წლის ბოლოს გაიმართა.
დღევანდელ შეხვედრას მსხვილი ბიზნესის დიდი ნაწილი ესწრება.
1tv.ge