logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

სოსო ფხაკაძე - ბიზნესისთვის ეკონომიკის მთავარი ბარომეტრი კურსის სტაბილურობაა და გვიხარია, რომ ეს სტაბილურობა შენარჩუნდა

სოსო ფხაკაძე - ბიზნესისთვის ეკონომიკის მთავარი ბარომეტრი კურსის სტაბილურობაა და გვიხარია, რომ ეს სტაბილურობა შენარჩუნდა

1731158100

ჩვენი ქვეყნის საბანკო სისტემა ნამდვილად გამორჩეულია განვითარების დონით, მიწოდებული საბანკო სერვისის ხარისხით, სტაბილურობითა და მთელი რიგი სხვა პარამეტრებით. ზოგადად, საფინანსო საბანკო სისტემას დიდი წვლილი აქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში, საბანკო სისტემის როლი ძალიან დიდია  ეკონომიკურ ზრდაში, რომელიც ჩვენ ძალიან გვეამაყება და რომელსაც ჩვენი ქვეყანა ბოლო 3 წელია აჩვენებს“, - ამის შესახებ  “საქართველოს ბიზნეს ასოციაციის” პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ ბანკირის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ  განაცხადა.

მისივე თქმით, ეკონომიკის მთავარი ბარომეტრი ლარის კურსია და ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კურსის სტაბილურობა.

„ძალიან გვიხარია, რომ ეს სტაბილურობა შენარჩუნდა და ხდება მისი შენარჩუნება, რამეთუ ოდნავი გაუფასურებაც კი მყისიერ გავლენას ახდენს ბიზნესზე, ნებისმიერ სფეროში, ნებისმიერ სექტორში მოღვაწე ბიზნეს კომპანიებზე. უნდა აღინიშნოს ასევე ის, რომ ჩვენს ქვეყანას ბოლო წლებია აქვს მყარი, ჯანსაღი ფუნდამენტური მაკრო-ეკონომიკური ფაქტორები და ესეთ დროს ყველანაირი ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ შევინარჩუნოთ ლარის კურსის სტაბილურობა“, - აღნიშნა ფხაკაძემ.

გამოგვყევით