logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

თამაზ გაიაშვილი თბილისის მერიის პერსონალური კონსულტანტის მომსახურების სერვისით დაინტერესდა

კომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებლის თამაზ გაიაშვილის განცხადებით, ის თბილისის მერიის პერსონალური კონსულტანტის მომსახურების სერვისით ისარგებლებს, - ამის შესახებ მან "ბიზნესპარტნიორს" განუცხადა.

"ძალიან მაგარი წინადადებაა. ვფიქრობ, აღნიშნული შეთავაზებით ყველა ბიზნესსუბიექტი ისარგებლებს, მათ შორის, მეც", - აღნიშნა გაიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი რუსთაველის გამზირზე 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას უკვე 16 წელია გეგმავს. მისი ინფორმაციით, სამშენებლო ნებართვის მისაღებად დოკუმენტაცია თბილისის მერიაში წლებია შეტანილი აქვს, თუმცა, ნებართვა ჯერაც არ მიუღია.

რაც შეეხება დედაქალაქის მერიის შეთავაზებას - 1-ელი აპრილიდან ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის პერსონალური კონსულტანტის მომსახურების სერვისი ამოქმედდა. როგორც დედაქალაქის მერი კახა კალაძე აღნიშნავს, საკმაოდ მნიშვნელოვანი სერვისია, რომელიც ადამიანებს გაუადვილებს მშენებლობის ნებართვის მიღებას, სხვადასხვა დოკუმენტთან ან არეალთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებას და ა.შ.

გამოგვყევით