2024 წლის სექტემბერში თბილისში 3,430 ტრანზაქცია განხორციელდა, რაც 2023 წლის სექტემბრის მაჩვენებელს 14%-ით აღემატება, - ამის შესახებ "თიბისი კაპიტალის" თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ყოველთვიურ მიმოხილვაშია აღნიშნული.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, საშუალო გასაყიდმა ფასმა კვადრატულზე $1,244 შეადგინა. ეს მაჩვენებელი წლიურად 6%-ით არის გაზრდილი. გასაქირავებელი ფასი $11.4 (1 კვ.მ) გაუტოლდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 9%-ით ნაკლებია.
ბაზრის მოცულობამ $278 მილიონი შეადგინა. წლიური ზრდა 23%-ს შეადგენს.