logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ვიღებთ გადაწყვეტილებას, პარტნიორ კურიერს და მის ოჯახს ფინანსური დახმარება გავუწიოთ" - "Glovo საქართველო"

"ვიღებთ გადაწყვეტილებას, პარტნიორ კურიერს და მის ოჯახს ფინანსური დახმარება გავუწიოთ" - "Glovo საქართველო"

1720605660

მიტანის სერვისის კომპანია "Glovo საქართველო" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. 

"Glovo ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რამდენიმე დღის წინ მომხდარი ინციდენტის გამო, რომელიც ჩვენს პარტნიორ კურიერს უკავშირდება. გვსურს, გულითადი მხარდაჭერა გამოვუცხადოთ კურიერის ოჯახს და ახლობლებს ამ რთულ პერიოდში, ხოლო კურიერს სწრაფი გამოჯანმრთელება ვუსურვოთ.

Glovo-ს პარტნიორი კურიერების უსაფრთხოება და კეთილდღეობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. ინციდენტის შეტყობინების წუთიდან ჩვენ ვინარჩუნებდით მჭიდრო კავშირს კურიერის ოჯახთან, უზრუნველვყავით ყოვლისმომცველი მხარდაჭერა და დამატებითი მითითებები შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით.

Glovo ღიაა სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობისთვის, ამასთან ერთად, ჩვენი გუნდი, თავის მხრივ, საფუძვლიანად იკვლევს ინციდენტის გარემოებებს.

ვრჩებით მჭიდრო და მუდმივ კავშირზე კურიერთან და მის ოჯახთან და ვიღებთ გადაწყვეტილებას, ფინანსური დახმარება გავუწიოთ მათ ჩვენი სადაზღვევო პროვაიდერის დახმარებით და საკუთრივ Glovo-ს მხრიდან,"-აღნიშნულია  კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, თბილისში Glovo-ს კურიერი მიმდინარე წლის 6 ივლისს დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, კურიერს, შეკვეთის მიტანის შემდეგ მომხდარი სიტყვიერი შელაპარაკების გამო, ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი, პნევმატური იარაღიდან ესროლეს. დაჭრილი მამაკაცი ხეჩინაშვილის კლინიკაში  გადაიყვანეს. 8 ივლისს კი საქართველოს პროკურატურამ   თბილისში Glovo-ს კურიერის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის და ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

 

გამოგვყევით