logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ზაფხულის დადგომასთან ერთად, საინტერესო და დატვირთულ სეზონს ველოდებით - Lisi Kids-ი

თბილისში, ლისის ტბაზე ბავშვთა გასართობი სივრცის Lisi Kids • ლისი ქიდს-ისა და ვაკის პარკში მდებარე "შუმბა ქიდსის" დამფუძნებლის, თამარ შამანაურის ინფორმაციით, კომპანიისთვის ზაფხული აქტიურ, დატვირთულ სეზონს უკავშირდება. როგორც თამარ შამანაური "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, ბავშვთა გასართობი სივრცე მუდმივად ცდილობს, პატარა მომხმარებლებს, სხვადასხვა, საინტერესო აქტივობა შესთავაზოს.

მისივე თქმით, სტუმრები, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე უცხოელები არიან.

"ჩვენი ბავშვთა გასართობი სივრცე ეკო მეგობრულია. ხის თემატური კონსტრუქციები გვაქვს, თავისი ხის სათამაშოებით. ასევე სპორტული აქტივობებისთვის ვიყენებთ: ბატუტს, ზიპლაინს და ა.შ. უკვე მერვე სეზონია, რაც ბაზარზე ვოპერირებთ. ჩვენი მომხმარებლების შესახებ, რომ გესაუბროთ - 60% ადგილობრივი მოსახლეობაა, 40% კი, უცხოელებზე მოდის.

ფასებს რაც შეეხება, 1 საათის ღირებულება 15 ლარია. მოგეხსენებათ, ჩვენი ბიზნესი სეზონურია, მოთხოვნის კუთხით კი, გახსნის დღიდან მომხმარებლების ყურადღება მივიქციეთ. უფრო აქტიურად გაზაფხულიდან, კონკრეტულად აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით ვმუშაობთ. წინა წლის პერიოდს, რომ შევადაროთ მომხმარებელთა რაოდენობა არ გაზრდილა, იმავე ნიშნულზეა. გასართობი სივრცე 1-დან 10 წლამდეა ბავშვებისთვისაა განკუთვნილი", - აღნიშნავს ბავშვთა გასართობი სივრცის დამფუძნებელი.

თამარ შამანაურმა "ბიზნესპარტნიორთან" ასევე კომპანიის შიდა პოლიტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვთა გასართობი სივრცისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი - კმაყოფილი მომხმარებელია.

"მუდმივად ვცდილობთ, რომ საკუთარი ნიშა გვქონდეს - ჩვენს სივრცეში ყველაფერი ეკოლოგიურად სუფთაა, დაწყებული მიწის საფარიდან დამთავრებული ხის სათამაშოებით. ჩვენი მარკეტინგული კამპანია დადებით მომხმარებლებს უკავშირდება, ძალიან გვიხარია, რომ ჩვენთან თაობები იზრდებიან. ზაფხულში, თუ კარგი ამინდი გვექნება, ჩვენთან სულ მხიარულებაა, ძალიან საინტერესო და დატვირთულ სეზონს ველოდებით", - აღნიშნავს Lisi Kids • ლისი ქიდს-ის დამფუძნებელი.

ცნობისთვის, ლისის ტბაზე მდებარე ბავშვთა გასართობი სივრცე Lisi Kids • ლისი ქიდს-ი და ვაკის პარკში მდებარე - "შუმბა ქიდსი" ადგილობრივ ბაზარზე უკვე 8 წელია ოპერირებს. 

გამოგვყევით