logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"12 წელში ქვეყნის ბიუჯეტი და ეკონომიკა 3-ჯერ გაიზარდა, განახევრდა სიღარიბე და უმუშევრობა" - ირაკლი ღარიბაშვილი

"12 წელში ქვეყნის ბიუჯეტი და ეკონომიკა 3-ჯერ გაიზარდა, განახევრდა სიღარიბე და უმუშევრობა" - ირაკლი ღარიბაშვილი

1729348840

"2012 წლის 1 ოქტომბრის ისტორიულმა გამარჯვებამ მეგობრებო, ჩვენს  ქვეყანას და ხალხს მოუტანა 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა, მოიტანა დიდი პროგრესი და წინსვლა ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით, ქვეყნის ბიუჯეტი და ეკონომიკა 3-ჯერ გაიზარდა, განახევრდა სიღარიბე და უმუშევრობა, ამოქმედდა უვიზო რეჟიმი და თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან, ჩინეთთან, რუსეთთან, არაბეთის ქვეყნებთან, ისრაელთან,"- ამის შესახებ  "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა  „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ქუთაისში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

"12 წელში ჩვენი ქვეყანა გახდა ევროკავშირის კანდიდატი რითაც მაქსიმუმი გავაკეთეთ.  და რაც მთავარია, ყველაზე რთულ დროს, გეოპოლიტიკური ტრანსფორმაციის ეპოქაში, მრავალი, შიდა და გარე ძალების მიერ ორგანიზებული, ერთობლივად კოორდინირებული პროვოკაციების, დესტრუქციული ქმედებების, გარედან უხეში ჩარევების და დიდი ზეწოლის მიუხედავად არ დავნებდით, დავდექით მტკიცედ და ქვეყანას ავარიდეთ ომი და შევინარჩუნეთ მშვიდობა! რა თქმა უნდა ყველა ეს მიღწევა პირველ რიგში ეკუთვნის ჩვენს ლიდერს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს,"-განაცხადა ღარიბაშვილმა. 

მისივე  თქმით,  26 ოქტომბერს ჩვენ უარი უნდა ვუთხრათ ომს.

"უარი უნდა ვუთხრათ ქაოსს, ომს,  უცხო ქვეყნების ჩარევას ჩვენს შიდა საქმეებში, არა უნდა ვუთხრათ უცხოელი პოლიტიკოსების უხეშ ჩარევას ქართულ პოლიტიკაში, მათი ჭკუის სწავლებას, ჩვენ უარი უნდა ვუთხრათ აღვირახსნილი „ლგბტ“ პროპაგანდის დაკანონების მცდელობას ბაღებში და სკოლებში, ჩვენ არა უნდა ვუთხრათ ბოროტი აგენტურის დაბრუნებას ხელისუფლებაში და ბოლოს, არჩევნების შედეგით ყველას უნდა გავცეთ საკადრისი პასუხი და ხმამაღლა უნდა ვუთხრათ ჩვენს უცხოელ პოლიტიკოსებს, რომ ჩვენი უფროსი მხოლოდ ქართველი ხალხია და საქართველო ჩვენია!

26 ოქტომბერს გაიმარჯვებს სიმართლე, გაიმარჯვებს სიკეთე, გაიმარჯვებს მშვიდობა და გაიმარჯვებს საქართველო! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი,"-განაცხადა ღარიბაშვილმა. 

გამოგვყევით