logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"დღეს ჩვენ ეკონომიკური ზრდის 10%-იანი მაჩვენებლით პირველ ადგილზე ვართ არა რეგიონში, არამედ ევროპაში"

"დღეს ჩვენ ეკონომიკური ზრდის 10%-იანი მაჩვენებლით პირველ ადგილზე ვართ არა რეგიონში, არამედ ევროპაში"

1729351486

„ქართულმა ოცნებამ“ შეძლო შეუძლებელი. დღეს ჩვენ ეკონომიკური ზრდის 10 პროცენტიანი მაჩვენებლით ვართ პირველ ადგილზე არა რეგიონში, არამედ ევროპაში - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ  „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ქუთაისში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

"ყველაზე ძალიან, ძალიან გულწრფელად გეტყვით, მე პირადად იცით რა მახარებს? და ზუსტად ვიცი, რომ თქვენთვის, თითოეული თავმოყვარე მოქალაქისთვის ამ ქვეყნისა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ევროპისკენ ჩვენ არ მივდივართ გაწვდილი ხელით, არამედ შევძელით, რომ ამ მიმართულებითაც თავაწეულები ვყოფილიყავით, რადგან ჩვენ ვართ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სტატუსის მქონე ქვეყანა, რომელიც პირველ ადგილზეა, როგორც უკვე ვთქვით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით ევროპაში.

ჩვენ ისე გავხდით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა, რომ უარი ვთქვით ცალ ფეხზე დგომაზე, უარი ვთქვით გარედან გადაწყვეტილებების მიღებაზე, უარი ვთქვით წლების წინ, 2017 წელს ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე, და პირიქით, აგერ სულ ცოტა ხნის წინ ავკრძალეთ საერთოდ ლგბტ პროპაგანდა. დიდი ბრძოლის ფასად შევინარჩუნეთ მშვიდობა და ერთი ათად გავაძლიერეთ შერიგების, ურთიერთმიტევების და ქვეყნის ამ გზით გაერთიანების პოლიტიკა და პერსპექტივა.

ყველაფერზე წინ დავაყენეთ ღირსება, უდიდესი გლობალური წინააღმდეგობის მიუხედავად მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი. ბოლომდე ჩამოვხადეთ ამით ფარდა საქართველოში მოქმედ აგენტურას და მთელს მსოფლიოს ვუთხარით მთავარი სათქმელი, ამიერიდან, საქართველოს და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ აქ, საქართველოში. აქ, ამ ქვეყანაში, ყოველთვის შეგვიძლია დავიფიცოთ, რომ შევასრულებთ ანდერძად ქცეულ სიტყვებს, დიდი ილიას სიტყვებს, რომ ჩვენთვის უპირველესი მოსაფრთხილებელი იქნება: მამული, ენა, სარწმუნოება. და ამას გააკეთებს არა მხოლოდ თანამედროვე თაობა, არა მხოლოდ ჩვენ გავაკეთებთ ამას, არამედ ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ დავდოთ მყარი გარანტია, რომ ამას გააკეთებენ ჩვენი მომავალი თაობებიც,"-აცხადებს მდინარაძემ. 

გამოგვყევით