წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის IV კვარტალში 367.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის IV კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებს 24.4 პროცენტით აღემატება.
"საქსტატის" ცნობით, 2024 წლის IV კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა: პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო 222.6 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 60.6 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება მალტა 67.9 მლნ. აშშ დოლარით (18.5 პროცენტი), ხოლო მესამეზე ნიდერლანდები - 36.3 მლნ. აშშ დოლარით (9.9 პროცენტი).
ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 314.9 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (85.7 პროცენტი). მეორე ადგილზე იმყოფება უძრავი ქონების სექტორი 65.8 მლნ. აშშ დოლარით (17.9 პროცენტი), ხოლო მესამეზე - დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 23.1 მლნ. აშშ დოლარით (6.3 პროცენტი).