logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

ანა ნავდარაშვილი: ბიზნესი გამოწვევის წინაშე დგას, რადგან ადამიანური კაპიტალის სერიოზული დეფიციტია

სამუშაოს ანაზღაურება თითქმის ყველა სექტორში მნიშვნელოვნად გაზრდილია, - ამის შესახებ HR Hub-ის დამფუძნებელმა ანა ნავდარაშვილმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ბიზნესი ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დგას, რადგან ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის სერიოზული დეფიციტია.

ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი შემცირებულია. წლევანდელი და წინა წლის მონაცემებით, საკმაოდ პოზიტიური შედეგები გვაქვს. გამოწვევა აქვს ბიზნესს, რომელსაც ადამიანური კაპიტალის სერიოზული დეფიციტი აქვს და ცდილობს ეს დეფიციტი სხვადასხვა რესურსით შეავსოს.

სამუშაოს ანაზღაურება თითქმის ყველა სექტორში მნიშვნელოვნად გაზრდილია და ბიზნესი ცდილობს, რომ მეტად საინტერესო სამუშაო გარემო შესთავაზოს პოტენციურ კანდიდატებს. დამსაქმებლები უფრო მეტად კონცენტრირდებიან იმაზე, რომ უფრო მეტად გააცნონ საკუთარი სამუშაო, ორგანიზაციული კულტურა და უპირატესობები, რომ მიიზიდონ მიზნობრივი ადამიანური რესურსი.

კერძო სექტორში  ყველაზე მეტი ადამიანია დასაქმებული. მოთხოვნა იზრდება ისეთ პროფესიებზე როგორიც არის საინფორმაციო ტექნოლოგიები. ასევე, ძალიან დიდი მოთხოვნაა სასტუმროს სექტორის მიმართ. ბიზნესი გამოწვევის წინაშე დგას, რადგან ადამიანური კაპიტალის სერიოზული დეფიციტია.

ვფიქრობ, ერთ-ერთი გამოსავალი არის ის, რომ მოსახლეობაში პროფესიული სასწავლებლების მიმართ ცნობადობა გაიზარდოს. დღეს ბიზნესს უფრო მეტად სჭირდება ისეთი ცოდნა და უნარები, რომელიც პროფესიულ განათლებას უკავშირდება“, - განაცხადა  ანა ნავდარაშვილმა.

გამოგვყევით