logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"ჯარიმების გასაჩივრებისთვის ვადა იზრდება" - რა იცვლება "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში

"ჯარიმების გასაჩივრებისთვის ვადა იზრდება" - რა იცვლება "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში

1789548087

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილება, თანმდევ პროექტებთან ერთად, მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა.

კანონპროექტით განისაზღვრება „მიუღებელი სარგებლის“ ცნება, დგინდება საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის გამოვლენის, დამსაქმებლისთვის ჯარიმის დაკისრებისა და მონაწილის მიუღებელი სარგებლის დარიცხვის, მათი აღსრულებისა და გასაჩივრების წესები, აგრეთვე განუხორციელებელი საპენსიო შენატანისა და მიუღებელი სარგებლის განწილვადების (ეტაპობრივი გადახდის) შესაძლებლობა. ამასთანავე, იქმნება საპენსიო ფონდის დავების განხილვის სამსახური და განისაზღვრება მის მიერ საჩივრების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი.

ცვლილებები ითვალისწინებს 2025 წლის 1 მაისის შემდგომ საპენსიო ფონდის მიერ დაკისრებული ჯარიმებისგან დამსაქმებელთა პირობადადებულ გათავისუფლებას, თუკი აღნიშნული დამსაქმებლები უზრუნველყოფენ საპენსიო შენატანებისა და საურავების სრულად განხორციელებას არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრისა.

როგორც მომხსენებელმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ განაცხადა, კანონპროექტში სამი შინაარსობრივი ხასიათის ცვლილება შევიდა. კერძოდ: ჯარიმების გასაჩივრებაზე გავრცელდა ზოგადი 30 -დღიანი ვადა, ნაცვლად 10 დღისა; ჯარიმის საჯაროდ გავრცელებისთვის გათვალისწინებული 10 კალენდარული დღე 10 სამუშაო დღით შეიცვალა და საპენსიო დავალიანების განწილვადების არაუმეტეს 18 თვეზე გადანაწილების შეზღუდვა მოიხსნა.


კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

ცნობისთვის, დაგროვებით საპენსიო სისტემაში დამსაქმებლებისთვის დაკისრებული, თუმცა გადაუხდელი ჯარიმების ჩამოწერა იგეგმება. საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

გამოგვყევით