საქართველო ბიზნესის კეთების კუთხის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია მთელ მსოფლიოში და არა მარტო რეგიონში, - ამის შესახებ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა ავთანდილ კასრაძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, რეგიონალური მიმართულებით საქართველო მიმზიდველი ხდება.
"ბოლო წლებში ჩვენ ვხედავთ ტრენდს, რომ პროფესიონალი ადამიანები, რომლებიც საკმაოდ მაღალ პოზიციებზე მუშაობენ დიდ კორპორაციებში, ტოვებენ სამსახურს, რადგან მიხვდნენ, რომ შესაძლებლობა აქვთ ახალ, მნიშვნელოვან, გლობალურ და ინოვაციურ პროექტებზე იმუშაონ.დასაწყისში როდესაც ჩვენ პირველად დავიწყეთ საგრანტო პროგრამები გამარჯვება შედარებით უფრ მარტივი იყო და ახალ წარმოუდგენლად რთული. ისეთი კარგი სტარტაპები ვერ იმარჯვებენ გული გვწყდება ხოლმე. კონკურენცია, რომ არის ეს კარგია.
ჩვენ ნამდვილად ვიზიდავთ ტალანტს. როგორც სტარტაპების, ისე IT მიმართულებით. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და იმისათვის, რომ კონკურენტუნარიანი პოზიცია დავიკავოთ გვჭირდება, რომ რაც შეიძლება მაღალი პროფესიონალები იყვნენ ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.