logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

დეკემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი 2.7%-ით გაიზარდა - "საქსტატი"

დეკემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი 2.7%-ით გაიზარდა - "საქსტატი"

1738828674

2024 წლის დეკემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.7 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 12.6 პროცენტიანი ზრდით, რამაც 2.72 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 4.7 პროცენტით.

ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 19.7 პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 3.0 პროცენტიანი გაძვირებით, რამაც, შესაბამისად, 3.01 და 1.77 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 22.8 პროცენტით.

გამოგვყევით