logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ფრენები კვირაში 6 სიხშირით შესრულდება" - მარიამ ქვრივიშვილი

"საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ფრენები კვირაში 6 სიხშირით შესრულდება" - მარიამ ქვრივიშვილი

1738869420

" ჩვენი ქვეყნის ტურიზმის და ავიაციის ინდუსტრიაში წელს ახალი ისტორია დაიწერება ", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, მიმდინარე წლის გაზაფხულიდან, საქართველო დიდ ბრიტანეთთან პირდაპირ ავიამიმოსვლას იწყებს.

„ეს იყო საკმაოდ გრძელვადიანი სამუშაო პროცესი, ძალიან რთული მოლაპარაკებების პროცესი. მოგეხსენებათ, დიდი ბრიტანეთი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული სამიზნე ქვეყანაა და იქ გარდა ცნობადობის ამაღლებისა, მთავარი გამოწვევა პირდაპირი ფრენების არ არსებობა იყო. ჩვენ გარკვეული პერიოდის მანძილზე ვაწარმოებდით მოლაპარაკებას ავიაკომპანია British Airways-თან, ასევე EasyJet-თან, რომელიც არის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია და ფაქტობრივად, შევძელით ის, რაც ძალიან ცოტა ქვეყანამ შეძლო,  ორივე ავიაკომპანია  ჩვენს ქვეყანაში შემოვიყვანეთ“, - აღნიშნა ქვრივიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ერთი ავიაკომპანია მიმდინარე წლის მარტის ბოლოდან, მეორე ავიაკომპანია კი აპრილის დასაწყისიდან დაიწყებს ფრენას საქართველოდან რამდენიმე მიმართულებით.

„საბოლოო ჯამში, ავიაკომპანია British Airways-ი, რომელიც არის უმსხვილესი ავიაკომპანია  კვირაში 4 სიხშირით იფრენს ჩვენს ქვეყანაში, კვირაში 2 სიხშირით კი EasyJet-ი.  ანუ, კვირაში 6 სიხშირით ჩვენ გვექნება პირდაპირი წვდომა დიდ ბრიტანეთთან“, - განმარტა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

მან ზოგადად, ევროპელი ტურისტების მოზიდვის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად, დღეს საქართველოში ევროპული ავიაკომპანიების ოპერირების ისტორიული მაქსიმუმია. შედეგად, მზარდია ტურისტული ნაკადები ევროპის ქვეყნებიდან.

გამოგვყევით