logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"ეკონომიკის განვითარების სწორ რელსებზე დაყენებამ და ბიზნესის თავისუფლებამ, საქართველოს ხელშესახები პროგრესი მოუტანა"

"ეკონომიკის განვითარების სწორ რელსებზე დაყენებამ და ბიზნესის თავისუფლებამ, საქართველოს ხელშესახები პროგრესი მოუტანა"

1724259346

ეკონომიკის განვითარების სწორ რელსებზე დაყენებამ, ბიზნესის თავისუფლებამ და სწორმა სოციალურმა პოლიტიკამ, საქართველოს ხელშესახები პროგრესი მოუტანა, - ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მცხეთაში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

„უწყვეტმა 12-წლიანმა მშვიდობამ საქართველოს მოუტანა უპრეცედენტო ეკონომიკური წინსვლა: მხოლოდ გასული 3 წლის მანძილზე საქართველოს ეკონომიკა დოლარში ორჯერ გაიზარდა, სამჯერ გაიზარდა სახელმწიფო ბიუჯეტი. გარდა ამისა, ამოქმედდა უპრეცედენტო მხარდაჭერის პროგრამა მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის, ასევე ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და რამდენჯერმე გაუმჯობესდა მოსახლეობის სოციალური დაცვის პაკეტი. 

72-დან 75 წლამდე გაიზარდა ადამიანების სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა; რამდენჯერმე გაიზარდა საავტომობილო გზების, სკოლების, ბაღების, სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის ტემპი,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მისივე ინფორმაციით, ყოველწლიურად ასობით მილიონი ლარით ფინანსდება სოფლის მეურნეობის პროგრამები, რამაც აგრარულ სექტორს უპრეცედენტო განვითარება მოუტანა, ხუთჯერ გაიზარდა ბიზნესსექტორის ბრუნვა, სამჯერ გაიზარდა ხელფასები ბიზნესსექტორში, სამჯერ გაიზარდა მრეწველობის ბრუნვა, განახევრდა უმუშევრობა. 

"700 ათასამდე ჩვენმა თანამოქალაქემ დააღწია თავი სიღარიბეს, საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა ეს არის ის პროგრესი, რომელიც ჩვენს ქვეყანას დემოკრატიულმა გარდატეხამ, უწყვეტმა 12-წლიანმა მშვიდობამ, ეკონომიკის განვითარების სწორ რელსებზე დაყენებამ, ბიზნესის თავისუფლებამ და სწორმა სოციალურმა პოლიტიკამ მოუტანა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გამოგვყევით