logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ფიზიკურ პირებს, მათ შორის, ინდ. მეწარმეებს ₾397 მლნ-მდე საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერათ - იონა კიზირია

საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერა 2024 წლის ივლისიდან დავიწყეთ და დღემდე ჩამოწერილია ₾397 მლნ-მდე. დაახლოებით, ეს არის 62 000-მდე გადასახადის გადამხდელი, - ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ადმინისტრირების მეთოდოლოგიის სამმართველოს უფროსმა იონა კიზირიამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. 

"ფიზიკურ პირებს, მათ შორის, ინდ. მეწარმეებს, რომლებსაც 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი აღიარებული საგადასახადო დავალიანება უფიქსირდებოდათ, დავალიანება ეტაპობრივად ჩამოეწერებათ, რადგან არსებობს აღიარებული და არაღიარებული დავალიანება.

კანონმდებლობით ეს მხოლოდ აღიარებულ დავალიანებებს შეეხო. აქედან გამომდინარე, ფიზიკურ პირებს რომლებსაც მოლოდინი აქვთ, რომ ჩამოეწერებათ და მათ გააჩნიათ არაღიარებული დავალიანება , ის სანამ არ აღიარდება მანამ, ტექნიკურად ვერ ჩამოეწერებათ. არ აღიარებულ თანხებთან დაკავშირებით პირებს შეუძლიათ ჩვენთან დაწერონ განცხადება. ის ,როგორც კი მოგვმართავს, ამას სჭირდება რამდენიმე დღე და არაღიარებული ბარათიდან თანხა მოიხსნება და გადავა აღიარებულ დავალიანებაში. შემდეგ თუ ეს ნამდვილად 2021 წლამდე წარმოშობილი დავალიანებაა,⁷ ამას პროგრამა ჩამოაწერს. ამ ეტაპისთვის აღიარებულად ითვლება ის, რაც მათ მიერ არის დეკლარირებული, ანუ თავად ფიზიკურმა პირმა დაადეკლარირა. არაღიარებული დავალიანები

ყველა ფიზიკურ პირს, ვისაც ჩვენთან გადასახადი უფიქსირდებათ, არის ჩვენთან აღრიცხული როგორც გადასახადის გადამხდელი, მოცემულ შემთხვევაში მათ შესაბამისი შეტყობინებები ეგზავნებათ როგორც პორტალზე, ისე sms შეტყობინების სახით. ძირითადად მათ აღნიშნული გადასახადის შესახებ იციან, უბრალოდ ეს თანხები არის დროთა განმავლობაში დაგროვილი. აქ არის სეგმენტი, რომლებმაც გახსნეს ბიზნესი, ინდ. მეწარმედ დარეგისტრირდნენ, შეაჩერა საქმიანობა წარმოექმნა ვალი, ვიღაცამ გადაიხადა, ვიღაცამ ვერ გადაიხადა, ვიღაცის მიმართ განხორციელდა იძულებითი ღონისძიებები. ყველა ეს ეტაპი გავლილი აქვთ ამ ადამიანებს, უბრალოდ დავალიანებები დარჩა დღემდე. ამიტომ ჰქონდათ რა თქმა უნდა, ინფორმაცია ამის შესახებ. ჩვენს პორტალზე ყველა ფიზიკურმა პირმა ძალიან მარტივად შეუძლია ნახოს მას დღეს უფიქსირდება თუ არა დავალიანება", - აცხადებს იონა კიზირიამ.

გამოგვყევით