logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

III კვარტალში საქართველოში 116 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა - საქსტატი

III კვარტალში საქართველოში 116 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა - საქსტატი

1731655414

2024 წლის III კვარტალში საქართველოში 116 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 17.2 პროცენტი მდებარეობს კახეთის რეგიონში, 17.2 პროცენტი – შიდა ქართლის რეგიონში, 15.5 პროცენტი – იმერეთის რეგიონში, 14.7 პროცენტი ქვემო ქართლის რეგიონში, 9.5 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 9.5 პროცენტი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ხოლო 16.4 პროცენტი – სხვა რეგიონებშია განთავსებული. ამის შესახებ ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2024 წლის III კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა 144.2 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 28.1 პროცენტი – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 55.6 პროცენტი – ღორი, ხოლო 15.4 პროცენტი ცხვარი და თხა იყო. დანარჩენი პირუტყვის წილი (არ მოიცავს ფრინველს) 0.8 პროცენტს შეადგენს.

გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 3 009.8 ათასი ერთეულით განისაზღვრა. სასაკლაოების მიერ 2024 წლის III კვარტალში 16.8 ათასი ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 31.1 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 32.4 პროცენტი – ფრინველის ხორცზე, 34.3 პროცენტი – ღორის ხორცზე, 2.2 პროცენტი – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.

საანგარიშო პერიოდში მომსახურება გაეწია 8.4 ათას პირს, საიდანაც 57.0 პროცენტი შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი, სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ კი 1 030 კაცი შეადგინა. ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 37.6 ლარი, ღორის დაკვლის საფასური – 31.0 ლარი, ხოლო ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური – 14.1 ლარი.

2024 წლის III კვარტალში საქართველოში 301 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც (60.5 პროცენტი) შიდა ქართლის რეგიონშია განთავსებული. მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია ქ. თბილისში (11.6 პროცენტი), კახეთის რეგიონში (9.0 პროცენტი), სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში (5.3 პროცენტი), იმერეთის რეგიონში (3.3 პროცენტი), ქვემო ქართლის რეგიონში (4.3 პროცენტი), აჭარის ა.რ.-ში (3.3 პროცენტი), მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (1.0 პროცენტი), გურიის რეგიონში (0.7 პროცენტი), სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (0.7 პროცენტი) და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (0.3 პროცენტი).

2024 წლის III კვარტალში მომსახურება გაეწია 382 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით 1 057 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 1 741 კაცით განისაზღვრა.

2024 წლის III კვარტალის განმავლობაში სამაცივრეებში შენახული (განთავსებული) იყო 94.3 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 41.8 პროცენტი – ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 19.5 პროცენტი – ხილი და ბოსტნეული, 18.5 პროცენტი – ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით, ქათმის ხორცის გარდა), 8.3 პროცენტი – თევზეული, 6.7 პროცენტი – რძის პროდუქტები და 5.2 პროცენტი – სხვა პროდუქტები.

2024 წლის III კვარტალში სამაცივრე მეურნეობებში შენახული პროდუქციის მთლიანი მოცულობიდან 15.8 პროცენტს – საკუთარი წარმოების, 23.5 პროცენტს – შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული, ხოლო 60.7 პროცენტს მომსახურების სახით შენახული პროდუქცია შეადგენდა. ამავე პერიოდში, მომსახურების სახით მიღებულმა შემოსავალმა 7.2 მლნ. ლარი შეადგინა. 2024 წლის III კვარტალში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 144.8 მლნ. ლარის ღირებულების (24.9 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც, ღირებულებით გამოსახულებაში, იმპორტირებულმა პროდუქციამ შეადგინა 29.7 პროცენტი, საკუთარი წარმოების პროდუქციამ – 21.2 პროცენტი, ხოლო გაყიდვის მიზნით შესყიდულმა (ადგილობრივი) პროდუქციამ – 49.1 პროცენტი.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში, სამაცივრეების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის მთლიანი მოცულობის 37.3 პროცენტი მოდიოდა ქათმის ხორცზე. ამავე პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდული იმპორტირებული პროდუქციის მთლიან ღირებულებაში მნიშვნელოვანი წილი ქათმის ხორცზე (გაყინულის ჩათვლით) (29.9 პროცენტი), პირუტყვის ხორცსა და ხორცპროდუქტებზე (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (35.4 პროცენტი) და თევზეულზე (12.7 პროცენტი) მოდის. საანგარიშო პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ უცხო ქვეყნებში გაყიდული პროდუქციის ღირებულებამ 3.9 მლნ. ლარი შეადგინა, რაც ამავე პერიოდში გაყიდული პროდუქციის მთლიანი ღირებულების 2.7 პროცენტს შეადგენს. საზღვარგარეთ ძირითადად რეალიზებულია ქათმის ხორცი, თევზეული, ხილი და ბოსტნეული.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) ივლისში შეადგენდა 55.3 პროცენტს, აგვისტოში – 59.2 პროცენტს, ხოლო სექტემბერში – 50.1 პროცენტს.

2024 წლის III კვარტალში საქართველოში 29 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც ქვემო ქართლის (31.0 პროცენტი) და კახეთის (17.2 პროცენტი) რეგიონებში იყო განთავსებული. ელევატორების 13.8 პროცენტი ფუნქციონირებს იმერეთის რეგიონში, 13.8 პროცენტი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 10.3 პროცენტი – ქ. თბილისში, 6.9 პროცენტი – შიდა ქართლის რეგიონში, 6.9 პროცენტი კი – გურიის რეგიონში.

2024 წლის III კვარტალის განმავლობაში მომსახურება გაეწია 13 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით, 42 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 387 კაცით განისაზღვრა.

2024 წლის III კვარტალში, ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 91.3 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 51.9 პროცენტს წარმოადგენდა ხორბალი. საანგარიშო პერიოდში, ელევატორებში განთავსებული პროდუქციის მთლიანი მოცულობის 70.2 პროცენტს ელევატორების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული პროდუქცია შეადგენდა. 2024 წლის III კვარტალში, ელევატორების მიერ გაყიდულია 76.4 მლნ. ლარის ღირებულების 55.2 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 56.6 პროცენტი იყო იმპორტირებული პროდუქცია. ელევატორების მიერ საკუთარი წარმოების პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ჭარბობდა ხორბლის ფქვილი, რომელზეც მოდიოდა ელევატორების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის 86.1 პროცენტი. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) ივლისში შეადგენდა 51.9 პროცენტს, აგვისტოში – 45.8 პროცენტს, ხოლო სექტემბერში – 47.4 პროცენტს.

გამოგვყევით