პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება - Web Summit 2024 მიმდინარეობს.
ღონისძიებაზე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, ქართული სტენდია წარმოდგენილი.
მიმდინარე წელს საქართველოს მთავარი მესიჯია Start up in Georgia / Invest in Georgia, რომელიც შემუშავდა სტარტაპ ეკოსისტემის მხარდაჭერის, სერვისების ინტერნაციონალიზაციის, IT სექტორის პოპულარიზაციისა და ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის წარმოჩენის მიზნით.
Web Summit 2024-ს 160 ქვეყნიდან 70 000-ზე მეტი მონაწილე დაესწრება