logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

იუსტიციის სახლებში, შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისა და საერთ. საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვებზე განცხადებების მიღება იწყება

იუსტიციის სახლებში, შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისა და საერთ. საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვებზე განცხადებების მიღება იწყება

1731491869

2024 წლის 1 დეკემბრიდან, იუსტიციის სახლებში  ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის, ასევე, საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის საქმიანობის ნებართვების მოპოვების მიზნით შესაბამისი განცხადებების მიღება დაიწყება. აღნიშნულს ითვალისიწინებს  მემორანდუმი, რომელიც სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა და სსიპ იუსტიციის სახლს შორის გაფორმდა.

შესაბამის ხელშეკრულებას  ხელი მოაწერეს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ლევან გამყრელიძემ და სსიპ იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ ლაშა ლობჟანიძემ.

სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სერვისებზე ხელმისაწვდომობა იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში იქნება შესაძლებელი, რაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას მისცემს ქვეყნის მასშტაბით მიიღონ ზემოაღნიშნული მომსახურეობა.

ხსენებული ნებართვები სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაიცემა 3 წლის ვადით და მათი მიზანია ხელი შეეწყოს მგზავრთა გადაყვანისა და მომსახურების პირობების გაუმჯობესებას, საგზაო უსაფრთხოების დონის ამაღლებას, საავტომობილო სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოსა და ეფექტიანი მონიტორინგის სისტემის შექმნას, ასევე, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის პროცესის განვითარებას.

ფინანსები

გამოგვყევით