logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"ზამთრის სეზონზე 70%-მდე დატვირთულობას ვვარაუდობთ" - Hotel GoodAura

ზამთრის სეზონზე პანდემიამდელ  მაჩვენებელს არ ველოდებით, თუმცა ვფიქრობთ, რომ 70%-მდე დატვირთულობა გვექნება, - ამის შესახებ Hotel GoodAura-ს მმართველმა პარტნიორმა ირაკლი კუტალიამ ""ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა. 

მისი თქმით, ახალი წლის პერიოდის წინასწარ ჯავშნებს სასტუმრო უკვე იღებს.

"ჩვენი მომხმარებლების 90% უცხოელები არიან, ხოლო 10% ქართველები. უცხოელი დამსვენებლების 70% დსთ-ს ქვეყნებიდან არიან, დანარჩენი ევროპიდან და ამერიკიდან.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდს, რომ შევადაროთ მოთხოვნა დაახლოებით, 50%-ით არის გაზრდილი, თუმცა წინა წელი ძალიან ცუდი იყო და შესაბამისად, ზრდას, რა თქმა უნდა, ველოდებოდით.

ამჟამად, ზამთრის სეზონის ჯავშნები 35%-მდეა, ძირითადად დსთ-ს ქვეყნებიდან", - აცხადებს ირაკლი კუტალია.

მანვე აღნიშნა, რომ გუდაურში ინფრასტრუქტურული პრობლემები ისევ გამოწვევად რჩება. ირაკლი კუტალიას თქმით, ტურისტების რაოდენობის ზრდა გუდაურის შემოვლითი გზის დასრულების შემდეგ არის მოსალოდნელი.

ცნობისთვის, გუდაურში, Hotel GoodAura  2013 წლიდან ოპერირებს და 15 ნომერს მოიცავს.  

გამოგვყევით