logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ბაკურიანში საცხოვრებელი ბინების გაყიდვები 51.1%-ით გაიზარდა, გუდაურში კი 34.7%-ით შემცირდა - Galt & Taggart

2024 წლის III კვარტალში ბაკურიანში 352 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 51.1%-იანი ზრდაა. ეს ზრდა ძირითადად განპირობებული იყო დაგვიანებული რეგისტრაციებით, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის  რეგიონალური საცხოვრენელი უძრავი ქონების 2024   წლის III კვარტლის მიმოხილვაშია აღნიშნული. 

დოკუმენტის მიხედვით, ბაკურიანისთვის დამახასიათებელი ტენდენციის შესაბამისად, მცირე ზომის ბინებმა (26-50 მ2) მთლიანი გაყიდვების 78.6% შეადგინა. ამასთანავე, გაყიდული ბინების 53.4% ბიუჯეტური ფასის სეგმენტიდან იყო (< $1,000).

ბაკურიანში ამჟამად პირველად ბაზარზე 16 საცხოვრებელი პროექტის გაყიდვები მიმდინარეობს. 2024 წლის III კვარტალში ბაკურიანში ბინების საშუალო შეწონილი ფასი წლიურად 5.4%-ით გაიზარდა და $1,035/მ2-ს გაუტოლდა. ბაკურიანში გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 16.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 62.7%- იანი ზრდაა.

რაც შეეხება გუდაურს, 2024 წლის III კვარტალში გუდაურში 64 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 34.7%-იანი შემცირებაა. ამავე პერიოდში მცირე ზომის ბინებმა (26-50 მ2) მთლიანი გაყიდვების 76.9% შეადგინა. ამასთანავე,
გაყიდული ბინების 43.8% საშუალო ფასის სეგმენტიდან იყო ($1,001 – 1,500).

გუდაურში ამჟამად 6 დასრულებული საცხოვრებელი პროექტის გაყიდვები მიმდინარეობს პირველად ბაზარზე.
2024 წლის III კვარტალში გუდაურში ბინების საშუალო შეწონილი ფასი მცირედით შემცირდა $1,417/მ2 -მდე. გუდაურში გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 3.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 18.5%-იანი შემცირებაა.

გამოგვყევით