logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

ივნისში ექსპორტისა და იმპორტის ფასების ინდექსი გაიზარდა - საქსტატი

ივნისში ექსპორტისა და იმპორტის ფასების ინდექსი გაიზარდა - საქსტატი

1721374807

"საქსტატის" მონაცემების თანახმად, ექსპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 3.4 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში ფასების 3.5 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე.

წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ექსპორტის ფასების ინდექსი გაიზარდა 12.3 პროცენტით. სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 24.5 პროცენტით, დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე 11.3 პროცენტით, ხოლო წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფზე 13.5 პროცენტით. ამავე პერიოდში ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე ფასები შემცირდა 11.2 პროცენტით.

ხოლო იმპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.1 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზე გვაქვს ინდექსის 1.8 პროცენტიანი მატება.

წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ფასები 18.6 პროცენტით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციის ჯგუფზე. დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასების 5.7 პროცენტიანი ზრდა ფიქსირდება, ხოლო ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე - ფასების 46.0 პროცენტიანი შემცირება. რაც შეეხება წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფს, სახეზე გვაქვს ფასების 11.5 პროცენტიანი კლება.

გამოგვყევით