logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

მიხეილ ხიდურელი: Alibaba-ს საერთაშორისო პლატფორმაზე ქართული პავილიონი განთავსდება

მიხეილ ხიდურელი: Alibaba-ს საერთაშორისო პლატფორმაზე ქართული პავილიონი განთავსდება

1731480180

Alibaba-ს საერთაშორისო პლატფორმაზე ქართული პავილიონი განთავსდება. აღნიშნულთან დაკავშირებით  სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა ჩინეთში, ქალაქ ჰანჭოუში, Alibaba-ს სათაო ოფისში შეხვედრა გამართა.

აღსანიშნავია, რომ  Alibaba.com-ს, 300 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

„ძალიან საინტერესო და პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა Alibaba-ს  საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელთან. გვინდა საქართველო რაც შეიძლება მალე შეუერთდეს მსოფლიოში უმსხვილეს B2B პლატფორმას ეროვნული პავილიონით. ეს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს ქართველ მეწარმეებს საგრძნობლად განავითარონ ბიზნესი და პროდუქცია გაიტანონ ექსპორტზე“ - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

Alibaba 1999 წელს დაარსდა და იგი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ამჟამად 6 ბიზნეს ჯგუფს აერთიანებს

გამოგვყევით