logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს ჰქონდეს ქმედითი ინსტრუმენტები ისეთ პროექტებში თანამონაწილეობისთვის, რომლებიც გადის, ერთი მხრივ, ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ხოლო მეორე მხრივ -კონკრეტული სექტორების განვითარებაზე"

"მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს ჰქონდეს ქმედითი ინსტრუმენტები ისეთ პროექტებში თანამონაწილეობისთვის, რომლებიც გადის, ერთი მხრივ, ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ხოლო მეორე მხრივ -კონკრეტული სექტორების განვითარებაზე"

1770709150

ახალი უწყების, საქართველოს ეკონომიკის განვითარების ბანკის შექმნის მიმდინარე პროცესზე  საუბრისას მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა იმ პოლიტიკას, რომლითაც, მინისტრის თქმით, შეიკვრება მთავარი მოცემულობა - პირველ რიგში, განჭვრეტადი გარემო, მშვიდობა და სტაბილურობა, ასევე სახელმწიფო ინსტრუმენტები, რომლებიც პირდაპირ პასუხობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ყველა დარგის საჭიროებას და ამ დარგებში ოპერირებადი მცირე, საშუალო თუ მსხვილი მეწარმეების ხელშეწყობას - რათა დარგებმა განაგრძონ მდგრადი და სტაბილური განვითარება, ბიზნესმა შეძლოს განვითარება და სახელმწიფოს მხარდაჭერით ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ასევე იგეგმება კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომლებიც მიმართულია ქვეყნის ეკონომიკის სტაბილური და მდგრადი განვითარებისკენ.

„რაც შეეხება ფინანსების ნაწილს - რამდენადაც ფონდის კომპონენტი შეერწყმება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ გამსხვილების პროგრამას, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებით სტრატეგიული პროექტების ფარგლებში  ჰქონდეს ქმედითი ინსტრუმენტები იმისთვის, რომ შეძლოს და თანამონაწილეობა მიიღოს ისეთ პროექტებში, რომლებიც, ერთი მხრივ, ქვეყნის უსაფრთხოებაზე გადის და მეორე მხრივ, კონკრეტული სექტორების განვითარებაზე“ - აღნიშნა მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ეს, მათ შორის, უზრუნველყოფს  სახელმწიფო ბიუჯეტში მეტი შემოსავლის მიღებას.

„ამ კუთხით უკვე ვნახეთ კარგი მაგალითი „იგლ ჰილსის“ პროექტის 6,5 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიციის შემოსვლით, სადაც სახელმწიფომ სწორი პოლიტიკით შეძლო და 33%-ის წილობრივი პარტნიორობა უზრუნველყო. ამ პროცესში ჩვენი სამინისტრო  ღიაა, მუდმივად გვაქვს შეხვედრები, დისკუსია, დიალოგი კერძო სექტორთან. რამდენიმე თვეში უკვე ნახავთ ფორმირებულ ახალ უწყებას, რომელიც უპასუხებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გამოწვევებს, საჭიროებებს და ვნახავთ ამ გადაწყვეტილების ხელშესახებ შედეგებს - რა დადებითი ეფექტი იქონია კონკრეტულ მეწარმეებზე, კონკრეტულ სექტორებზე და ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

გამოგვყევით