მიმდინარე წლის იანვარ-მაისში მსუბუქი ავტომობილების აქციზის გადასახადიდან ბიუჯეტში 129 მლნ ლარი შევიდა.
ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18 მლნ ლარით, ანუ 15%-ით არის გაზრდილი. გასული წლის ხუთ თვეში ბიუჯეტში აქციზიდან მიღებული შემოსავალი 111 მილიონ ლარს შეადგენდა.
ცნობისთვის, 2026 წლის პირველი აპრილიდან საქართველოში მსუბუქი ავტომობილების აქციზი გაძვირდა. აქციზის განაკვეთი 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილებისთვის ძრავის მოცულობის 1 სმ³-ზე 1.5 ლარის ოდენობით განისაზღვრა, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის - 4.5 ლარის ოდენობით.
მთლიანობაში, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში აქციზის გადასახადით ბიუჯეტში 969 მლნ ლარზე მეტი შევიდა.