logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა - "საქსტატი"

ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა - "საქსტატი"

1735629253

წინასწარი შეფასებით, 2024 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი თერთმეტი თვის საშუალო მაჩვენებელი 9.4 პროცენტით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს. 

უწყების ცნობით, 2024 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით
მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში.

გამოგვყევით