logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

პაატა კვიჟინაძე EU-ს საბიუჯეტო დახმარების პროგრამის შემფასებელთა მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

პაატა კვიჟინაძე EU-ს საბიუჯეტო დახმარების პროგრამის შემფასებელთა მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

1721892091

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარების პროგრამის „მდგრადი მმართველობა და მოქნილობა“ (EU4 Sustainable Governance and Resilience) შემფასებელი მისიის წარმომადგენლებს: მარკ ლიკის, ჟან ჩარლზ ამეელსის და დავით შოშიტაიშვილს შეხვდა.

კომიტეტის თავმჯდომარემ ევროკავშირის შემფასებელთა მისიას, საფინანსო ზედამხედველობის გაძლიერების კუთხით, კომიტეტის 2023 წლის საქმიანობის შედეგები გააცნო.

განსაკუთრებული აქცენტი პროგრამის მანდატიდან გამომდინარე, კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის მუშაობის პრინციპზე გაკეთდა.

მათ შორის ხაზგასმით აღინიშნა, რომ აუდიტის ჯგუფი სახელმწიფო აუდიტის მიერ წარმოდგენილ ცენტრალური დონის ყველა ანგარიშს იხილავს.

სახელმწიფო ხარჯების და ფინანსური ანგარიშვალდებულების 2022 წლის შეფასების (PEFA) თანახმად, უმაღლესი (A) შეფასება მიიღო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და აუდიტის ჯგუფის მიერ განხორციელებულმა საქმიანობამ.

როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ სამომავლო თანამშრომლობა აქტიურად გაგრძელდება.

გამოგვყევით