logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

პარლამენტმა "გრანტების შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა "გრანტების შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

1739876072

პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. ცვლილებები პირველი მოსმენით დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილეს.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები ცვლილებების დეტალებით დაინტერესდნენ. კერძოდ, როდის შეიქმნება სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო და რა იქნება მისი პრიორიტეტი გრანტების საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის გაცემისას.

მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომ სააგენტოს შექმნა კანონის მიღებისთანავე იგეგმება. მისი ცნობით, სააგენტო, სავარაუდოდ, მარტში შეიქმნება.

მთავრობის განმარტებით, სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო საბიუჯეტო სახსრებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შერჩეულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე გასცემს.

ინიციატივის მიხედვით, 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში, სამოქალაქო ინიციატივების მხარდასაჭერად გათვალისწინებულია 20 მილიონი ლარი, რაც მოხმარდება როგორც სააგენტოს შექმნას და ფუნქციონირებას, ასევე გრანტის სახით გასაცემი თანხების დაფინანსებას.

სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოში დაახლოებით ათი პირი დასაქმდება.

1tv.ge

გამოგვყევით