logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"სახელმწიფო შესყიდვების და ბაზრის კვლევის დეპარტამენტმა შემსყიდველი ორგანიზაციების მოთხოვნების შესწავლის შედეგად ბიუჯეტს ₾14 491 208-ის ეკონომია მოუტანა"

"სახელმწიფო შესყიდვების და ბაზრის კვლევის დეპარტამენტმა შემსყიდველი ორგანიზაციების მოთხოვნების შესწავლის შედეგად ბიუჯეტს ₾14 491 208-ის ეკონომია მოუტანა"

1769065225

სახელმწიფო შესყიდვების და ბაზრის კვლევის დეპარტამენტს მიმდინარე წლის განმავლობაში განხილული აქვს სხვადასხვა შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ გამოგზავნილი 328 მოთხოვნა, ჯამური შესყიდვის სავარაუდო ღირებულებით 558 982 157 ლარი, საიდანაც პირდაპირ მიღებულმა ეკონომიამ შეადგინა 14 491 208 ლარი, -  ამის შესახებ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სახელმწიფო შესყიდვების და ბაზრის კვლევის დეპარტამენტი, შესყიდვებთან დაკავშირებით კონსულტაციას უწევს სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციებს, რის შედეგადაც ბიუჯეტის სასარგებლოდ მიღებული ფულადი ეკონომია 5 302 879 ლარს შეადგენს.

„დეპარტამენტს, კომპეტენციის ფარგლებში, მიმდინარე წლის განმავლობაში განხილული აქვს სხვადასხვა შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ გამოგზავნილი 328 მოთხოვნა, ჯამური შესყიდვის სავარაუდო ღირებულებით 558 982 157 ლარი, საიდანაც პირდაპირ მიღებულმა ეკონომიამ შეადგინა 14 491 208 ლარი“, -  აღნიშნულია ანგარიშში.

გამოგვყევით