logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა

1711646005

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სააგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრის დამსწრეებს, მათ შორის, საპროტესტო აქციებში მონაწილეებს, გააცნეს გეგმა შეზღუდული ნებართვების სამართლიანი,  ოპტიმალური განაწილებისა და ნებართვების გაცემის წესთან დაკავშირებით.

სააგენტოს ხელმძღვანელობამ გადამზიდველებს  შესთავაზა ამ პროცესში მონაწილეობის მიზნით, გადამზიდველთა კონსოლიდირება საერთო ორგანიზაციული ფორმით. გადამზიდავებმა აქცია შეწყვიტეს და მათი მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა სააგენტოსთან კოორდინირებულ თანამშრომლობაზე, მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან შეზღუდული ტიპის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით. 

ჩვენ შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გავაცანით  სააგენტოს მიერ პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ფარგლებში, საერთაშორისო გადაზიდვებისათვის განკუთვნილი ნებართვის  კვოტების დადგენის პროცედურები, ასევე ამავე ქვეყნებიდან შეზღუდული, მესამე ქვეყანაში, ან მესამე ქვეყნიდან გადაზიდვის ტიპის ნებართვების  გადმოცემის სირთულეები“ - აღნიშნა სააგენტოს დირექტორმა.

ლევან გამყრელიძის ინფორმაციით, უკვე 18 მარტიდან ნებართვების გაცემა ხდება განაცხადების საფუძველზე, არა ქოლცენტრის მეშვეობით, შედგენილი სიების და გრაფიკის მიხედვით, რათა სააგენტოს მომსახურეობის ოფისებმა გადატვირთვის გარეშე შეძლონ საქმიანობა.  ამასთან, პროცესის სრულად გამჭვირვალობის მიზნით, სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე და სააგენტოს მომსახურეობის ოფისებში ხდება იმ გადამზიდველთა სიების განთავსება, რომლებზეც  ნებართვა გაიცემა.

გამოგვყევით