logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"საქართველოს პორტებში კონტეინერების მოცდის დრო და ფასები მაღალია" - მსოფლიო ბანკი

საქართველოს პორტებში კონტეინერების მოცდის დრო შედარებით მაღალია, ძირითადად სასაწყობე სივრცეებთან დაკავშირებული საკითხების და საგზაო/სარკინიგზო გადაზიდვების დაბალი ხარისხის გამო.

ამის შესახებ მსოფლიო ბანკი ანგარიშში „სავაჭრო და სატრანსპორტო შუა დერეფანი - დარგობრივი პოლიტიკა და ინვესტიციები 2030 წლისთვის ტვირთების გადაზიდვების გასასამმაგებლად და მგზავრობის დროის გასანახევრებლად“ წერს.

ორგანიზაციამ საქართველოს პორტებში ტვირთის დაბინავების დრო გააანალიზა, რომლის თანახმადაც, დრო უფრო ხანგრძლივია, ვიდრე თანამედროვე საკონტეინერო პორტებში (საშუალოდ შვიდი დღით მეტი).

„ეს ხანგრძლივი დრო შეიძლება აიხსნას კონტეინერის განთავსების ეზოების არაადეკვატურობით, ცუდი საავტომობილო/სარკინიგზო შიდა კავშირებით სულ მცირე, პორტების სიახლოვეს და, კონკრეტულად ფოთში, არაადეკვატური სანავიგაციო არხით, რომელიც ტალღებისა და ქარის ძლიერ ზემოქმედებას განიცდის “ - ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, მსოფლიო ბანკი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ტარიფები მაღალია მსოფლიოს ზოგიერთ საუკეთესო პორტთან შედარებით.

„1,500 კონტეინერიანი (TEU) ერთი გემი ფოთში 38,800 აშშ დოლარი ღირს - (97 აშშ დოლარი 40 ფუტის კონტეინერზე, საშუალოდ), ხოლო ბათუმში 32,300 აშშ დოლარი (80 აშშ დოლარი 40 ფუტიანი კონტეინერისთვის). იგივე მოცულობის გემის შეკვეთა როტერდამში მხოლოდ 17 100 აშშ დოლარი ღირს.

მეორეს მხრივ, ტვირთის დამუშავება ფოთში 40 ფუტის კონტეინერზე საშუალოდ 178 აშშ დოლარია, ხოლო ბათუმში - 350 აშშ დოლარი. მთლიანობაში, 40 ფუტიანი ყუთისთვის მთელი საპორტო მომსახურების ფასი ფოთში 275 აშშ დოლარი ღირს, ხოლო ბათუმში 430 აშშ დოლარი. ეს მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე აქტაუში ან ბაქოში (148 აშშ დოლარი), ან ვიდრე ევროპის ან აზიის პორტებში“ - წერს მსოფლიო ბანკი.

გამოგვყევით