logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა

სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა

1720783779

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სარფში“ არადეკლარირებული ოქროს ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის სამი ფაქტი აღიკვეთა, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს. 

მებაჟე ოფიცრების მიერ საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რისკის პროფილისა და ეჭვის საფუძველზე, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა: 159,97 გრამი) ნაკეთობები გამოვლინდა.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 22 309,94 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ჯამში, 22 309,94 ლარის ოდენობით განესაზღვრათ.

გამოგვყევით