logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"წელს, სებ-მა შეიძინა $2.103 მლრდ-ის სავალუტო რეზერვები, რაც ისტორიული რეკორდია" - პრემიერი

"წელს, სებ-მა შეიძინა $2.103 მლრდ-ის სავალუტო რეზერვები, რაც ისტორიული რეკორდია" - პრემიერი

1764575100

მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ მოგვცა სავალუტო რეზერვების უპრეცედენტოდ გაზრდის შესაძლებლობა, წელს, ეროვნულმა ბანკმა შეიძინა 2.103 მილიარდი დოლარის სავალუტო რეზერვები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, მთლიანობაში სავალუტო რეზერვებმა 5 808 000 დოლარი შეადგინა.

„მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ მოგვცა სავალუტო რეზერვების უპრეცენდენტოდ გაზრდის შესაძლებლობა. წელს, ეროვნულმა ბანკმა შეიძინა 2.103 მილიარდი დოლარის სავალუტო რეზერვები, რაც ისტორიული რეკორდია. მთლიანობაში სავალუტო რეზერვებმა შეადგინა 5 808 000 დოლარი, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია.

კიდევ ერთხელ მინდა ეროვნული ბანკს და მის პრეზიდენტს ეფექტური საქმიანობისთვის მადლობა გადავუხადო. ასევე, ეკონომიკის ზრდის და სავალუტო რეზერვების შევსების ფონზე, სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა, რაც სამომავლოდ წაადგება ეკონომიკის განვითარებას“, - განაცხადა პრემიერმა.

"საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია სახიფათო ნარჩენების მართვის თანამედროვე, უსაფრთხო და მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებისთვის"

"საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია სახიფათო ნარჩენების მართვის თანამედროვე, უსაფრთხო და მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებისთვის"

გამოგვყევით