logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

2025 წლისთვის, ქვეყნის გაზიფიცირების დონე 93%-ს მიაღწევს - საქართველოს მთავრობა

2025 წლისთვის, ქვეყნის გაზიფიცირების დონე 93%-ს მიაღწევს - საქართველოს მთავრობა

1724232570

2013-2024 წლებში, ქვეყნის მასშტაბით 828 დასახლებული პუნქტი გაზიფიცირდა და ბუნებრივი გაზით სარგებლობა 200 000-მდე აბონენტმა შეძლო. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის facebook გვერდზეა აღნიშნული. 

"განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ბუნებრივი გაზი ხელმისაწვდომი გახდა ისეთი დასახლებული პუნქტებისთვის, რომლებიც აქამდე არასოდეს ყოფილა გაზიფიცირებული. 2022-2025 წლების გაზიფიცირების გეგმა, დამატებით 396 დასახლებულ პუნქტში, კიდევ 57 000-მდე აბონენტის გაზიფიცირებას ითვალისწინებს.

სამუშაოების შესრულების შემდეგ, 2025 წლისთვის, ქვეყნის გაზიფიცირების დონე 93%-ს მიაღწევს,"-ნათქვამია  გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოგვყევით