logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

ლევან მჭედელაძე - "ენერგეტიკის სექტორში ბიზნესის მხრიდან სიმძლავრეების დარეზერვება ხდებოდა"

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორთა საბჭოს წევრის  განცხადებით, ენერგეტიკის სექტორში ბიზნესის მხრიდან სიმძლავრეების დარეზერვება ხდებოდა, რაც ელექტროსისტემას დაგეგმარებისას მნიშვნელოვან პრობლემას უქმნიდა.

როგორც ლევან მჭედელაძემ„ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში სტუმრობისას განაცხადა, ბევრი პროექტი აღმოჩნდა, რომ არის მხოლოდ ფურცელზე.

"ათწლიანი გეგმის სწორად დაგეგმვა და პროექტების შერჩევა დამოკიდებულია ინვესტორების მოთხოვნაზე. პირველი ხარვეზი, რასაც წავაწყდით პრობლემების იდენტიფიცირების დროს არის ის, რომ ძალიან დიდი მოთხოვნაა ელექტროსადგურების მშენებლობაზე, რაც ერთი შეხედვით კარგია, თუმცა ბევრი ბიზნესპროექტი აღმოჩნდა, რომ არის მხოლოდ  ფურცელზე. ბიზნესის მხრიდან  გაჩნდა ერთგვარი დამოკიდებულება, რომ სჯობს ბიზნესმა ქსელთან მიერთების  გარანტია შეიქმნას. თუმცა  ამის პრობლემა არასდროს არ დგას თუ ქსელის განვითარება სწორადაა დაგეგმილი.  დავარქვათ ამას სიმძლავრის დარეზერვება , რაც ელექტროსისტემას უქმნიდა სერიოზულ პრობლემას დაგეგმარებისას. თუ ვამბობთ რომ სისტემას შეიძლება დაემატოს 3000-4000 მეგავატი, მაგრამ არ ვიცით სად, ჩვენ ვერ ვაიდენტიფიცირებთ  რომელ რეგიონში რომელ ქსელს სჭირდება განვითარება“-აღნიშნა ლევან მჭედელაძემ. .

მისივე თქმით, სიმძლავრეების დარეზერვების შედეგი გამოჩნდა ახლა,  როცა გვაქვს მოთხოვნის სიჭარბე და მის მიხედვით დაგეგმილი ქსელის განვითარება.

„სიღრმისეულად თუ შევხედავთ  რეალური მოთხოვნა სხვაგვარია და ქსელის განვითარების სულ სხვა საჭიროებებია. ამიტომ არის  მისაღები სტრატეგიული გადაწყვეტილებები და ამიტომ  ვდგავართ ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმის საჭიროების წინაშე“-აღნიშნა ლევან მჭედელაძემ.

მისივე განმარტებით, ენერგეტიკის სექტორში უკვე არსებობს ბევრი ინიციატივა, საინვესტიციო პროექტი, რომელიც  შესაბამის გადაწყვეტილებას ელოდება.

გამოგვყევით