logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"წელს 12 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დასრულდება" - ლევან დავითაშვილი

"წელს 12 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დასრულდება" - ლევან დავითაშვილი

1712151840

2024 წელს დამატებით 12 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დასრულდება, ჯამური დადგმული სიმძლავრით 157 მგვტ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს.

მისივე ინფორმაციით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში იგეგმება 350-430 მეგავატიანი კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის პროექტში კერძო ინვესტიციების/ინვესტორების მოზიდვა, ყველა შესაბამისი ღონისძიების (დაპროექტება, მშენებლობა, ოპერირება) უზრუნველყოფის მიზნით.

“ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების და გადამცემი ქსელის გაძლიერების მიზნით, მომდევნო წლებში საქართველოში დამატებით 1000 კმ-ზე მეტი ელექტროგადამცემი ხაზები აშენდება, მათ შორის, განმტკიცდება და გაძლიერდება მეზობელ ქვეყნებთან დამაკავშირებელი ხაზები” - განაცხადა ლევან დავითაშვილმა მინისტრის საათის ფორმატში მოხსენებით წარდგენისას.

 energynews.ge 

გამოგვყევით