ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7226 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6942 ლარი იყო.
დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0284 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1909 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1282 ლარს შეადგენდა. ევროს ცვლილებამ 0.0627 ლარი შეადგინა.