logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

2024 წლის II კვარტალში, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა $593.7 მლნ შეადგინა - სებ

2024 წლის II კვარტალში, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა $593.7 მლნ შეადგინა - სებ

1727707114

2024 წლის მეორე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 593.7 მლნ აშშ დოლარი (1.6 მლრდ ლარი) შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშებს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს - დადებითი. 2024 წლის მეორე კვარტალში, მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდო წლიურად 1.6 პროცენტით გაიზარდა, ხოლო მშპ-სთან ფარდობა -7.6 პროცენტიდან -7.4 პროცენტამდე შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. 

მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი, კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 27.1 პროცენტით გაიზარდა და 1.8 მლრდ აშშ დოლარი (5.0 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 5.9 პროცენტით შემცირდა, ხოლო იმპორტი 7.4 პროცენტით გაიზარდა.

მოგზაურთა მომსახურების ექსპორტი 2024 წლის მეორე კვარტალში 1.1 მლრდ აშშ დოლარს (3.0 მლრდ ლარი) გაუტოლდა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე  8.1 პროცენტით მეტია.

2024 წლის მეორე კვარტალში წმინდა შემოსავლის ანგარიში -543.9 მლნ აშშ დოლარი (-1.5 მლრდ ლარი) იყო. დადებითი წმინდა შრომის ანაზღაურება 14.1 პროცენტით, ხოლო უარყოფითი წმინდა საინვესტიციო შემოსავალი 22.4 პროცენტით შემცირდა.

მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 5.7 პროცენტით გაიზარდა და 2024 წლის მეორე კვარტალში 868.3 მლნ აშშ დოლარს (2.4 მლრდ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 7.2 პროცენტით გაიზარდა 824.0 მლნ აშშ დოლარამდე (2.3 მლრდ ლარი).

წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, მეორე კვარტალში 486.5 მლნ აშშ დოლარი (1.3 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 6.0 პროცენტია.

გამოგვყევით