logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"2024 წლის IV კვარტალში, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი წინა კვარტალთან შედარებით, შემცირდა" - სებ

"2024 წლის IV კვარტალში, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი წინა კვარტალთან შედარებით, შემცირდა" - სებ

1743421384

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 25.2 მლრდ აშშ დოლარი (70.7 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2024 წლის მშპ-ს 74.5 პროცენტია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ-ი) აქვეყნებს

მარეგულირებლის ინფორმაციით, 2024 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი წინა კვარტალთან შედარებით 494.7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. მათ შორის, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 217.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, სხვა ცვლილებების გამო ვალი ასევე გაიზარდა 14.6 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო საკურსო და ფასის ცვლილებების გამო  ვალი შესაბამისად, 708.7 მლნ. აშშ დოლარით და 18.3 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა.

"სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 10.8 მლრდ აშშ დოლარი (30.4 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 32.1 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 8.4 მლრდ აშშ დოლარი (23.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 24.8 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 811.6 მლნ აშშ დოლარი (2.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.4 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 439.6 მლნ აშშ დოლარი (1.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 1.3 პროცენტი) და 1.2 მლრდ აშშ დოლარი (3.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.6 პროცენტი).

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 8.3 მლრდ აშშ დოლარი (23.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 24.7 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 5.0 მლრდ აშშ დოლარი (14.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 14.8 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 2.7 მლრდ აშშ დოლარი (7.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 7.9 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 88.6 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 12.3 მლრდ აშშ დოლარი (34.5 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2024 წლის მშპ–ს 36.4 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 6.4 მლრდ აშშ დოლარია (18.0 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 18.9 პროცენტია.

2024 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 50.4 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, საკურსო ცვლილების გამო ვალი 33.2 მლნ აშშ დოლარით და ოპერაციული ცვლილების გამო 17.2 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. 2024 წლის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 811.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 453.2 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ), რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი,"-წერია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

გამოგვყევით