logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

2025 წლის IV კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან $1.05 მლრდ-ის შემოსავალი მიიღო - წლიურმა ზრდამ კი 9.2% შეადგინა

2025 წლის IV კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან $1.05 მლრდ-ის შემოსავალი მიიღო - წლიურმა ზრდამ კი 9.2% შეადგინა

1768988040

2025 წლის IV კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 1,052.4 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9.2%-ით მეტია. ხოლო ჯამურად, მიმდინარე წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 4,690.2  მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (წლიური ზრდა 6.0%). ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. 

საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალში 2025 წლის IV კვარტალში ევროკავშირის ქვეყნების წილი 13.8%-ით განისაზღვრა და 145.2 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა - ზრდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 26.6%-ია.

სტატისტიკის მიხედვით, მაღალი ზრდის ტემპით გამოირჩევა ისრაელიდან და აზერბაიჯანიდან  მიღებული შემოსავლები, შესაბამისი 37.0% და 31.6%-იანი წლიური ზრდის ტემპებით.

კლების ტენდენციით ხასიათდება რუსეთიდან შემოსავლები - 2025 წლის IV კვარტალში რუსეთიდან საქართველოში მოგზაურობით მიღებული შემოსავლები 23.7%-ით შემცირდა.

საქართველოს შემოსავლები ტურიზმიდან ქვეყნების ჭრილში 2025 წლის მეოთხე კვარტალში შემდეგნაირად ნაწილდება:

ქვეყანა

საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი, მილიონი აშშ დოლარი

აზერბაიჯანი

54.3

ბელარუსი

17.0

თურქეთი

151.7

ირანი

24.8

ისრაელი

156.1

რუსეთი

133.7

საუდის არაბეთი

16.6

სომხეთი

42.2

უკრაინა

43.2

ევროკავშირი

145.2

დანარჩენი ქვეყნები

267.5

გამოგვყევით