logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

5 შეთავაზება ბიზნესის ხარჯების დასაზოგად საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში

5 შეთავაზება ბიზნესის ხარჯების დასაზოგად საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში

1743424001

ხარჯების დაზოგვა ნებისმიერი ბიზნესის მთავარ პრიორიტეტებს შორისაა. რესურსების სწორად გადანაწილება განსაკუთრებით — მცირე და საშუალო ბიზნესს სჭირდება, რადგან არ აქვთ შესაძლებლობა, ბუღალტრული, მარკეტინგული, საკურიერო თუ სხვა ტიპის საჭიროებებისთვის დიდი ხარჯები გასწიონ. სწორედ ამიტომაც, საქართველოს ბანკმა, პარტნიორ კომპანიებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, მცირე და საშუალო ბიზნესს სხვადასხვა სერვისზე შეღავათიანი პირობები შესთავაზა.

შეთავაზებები, რომლებიც საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში შეგიძლიათ აღმოაჩინოთ, მოიცავს ფასდაკლებებსა და უფასო სერვისებს ფინანსურ, ტექნოგიურ, ლოჯისტიკურ თუ სხვა მიმართულებებზე. მათ შორისაა:

  • 30%-იანი ფასდაკლება სოციალური მედიის მართვის მომსახურებაზე —Martex

Martex ციფრული მარკეტინგული სააგენტოა, რომელიც ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის, სტარტაპერების მომსახურებასა და მხარდაჭერაზე. იგი საქართველოს ბანკის სასტარტო ბიზნეს ნაკრების მფლობელებს 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობს სოციალური მედიის მართვის მომსახურებაზე.

  • 25%-იანი ფასდაკლება ბუღალტრულ სერვისებზე — Ants

ენთების მიზანია, პრემიუმ ხარისხის ბუღალტრული და საგადასახადო მომსახურება ხელმისაწვდომი გახადოს თითოეული ბიზნესისთვის. კომპანია საქართველოს ბანკის ბიზნესმომხმარებლებს ბუღალტრული და საგადასახდო მხარის გამართვას, გაციფრულებასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას სთავაზობს. გარდა ამისა, მომხმარებლები მიიღებენ საგადასახადო ექსპერტების რჩევებს მათი ტრანზაქციების ეფექტურად დასაგეგმად და სამართავად. 

  • 20%-მდე ფასდაკლება Onway-ის საკურიერო მომსახურებაზე — Onway

Onway საკურიერო კომპანიაა, რომელიც ციფრული პლატფორმისა და ლოგისტიკური სოფტის საშუალებით პასუხობს როგორც კერძო, ისე კორპორატიული მომხმარებლების საჭიროებებს. კომპანია საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებისთვის აწესებს 20%-მდე ფასდაკლებას წერილობითი კორესპონდენციის, ასევე მცირე და დიდი ზომის ამანათების გადაზიდვაზე საქართველოს მასშტაბით.

  • უფასო სერვისები Glaze-ისგან

Glaze საქართველოს ბანკის მომხმარებლებს სთავაზობს პლატფორმაზე სრულიად უფასოდ რეგისტრაციას და 3 თვე უფასო მომსახურებას. Glaze არის შეკვეთებისა და გადახდების გადაწყვეტა კაფეებისთვის, ღონისძიებების ადგილებისთვის და სასტუმროებისთვის.

Glaze მომხმარებლებს სთავაზობს სერვის ორ პაკეტს: Glitter და Sparkle. ორივე პაკეტი მოიცავს ულიმიტო შეკვეთებს, ულიმიტო პროდუქტების დამატებას და განთავსებას პლატფორმაზე. ორივე სერვისის მიღება სრულიად უფასოდ შეუძლიათ საქართველოს ბანკის მომხამრებლებს პირველი 6 თვის განმავლობაში. 

  • Quick Shipper-ის უფასო სერვისები 2 თვის განმავლობაში

QuickShipper-ი ციფრული პლატფორმაა, რომელიც ბიზნესებს ნებისმიერი არხით გაყიდული პროდუქტის მომხმარებლამდე მიტანასა და შეკვეთების ეფექტურად მართვაში ეხმარება. QuickShipper-ის სპეციალური შეთავაზება საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებისთვის კი შემდეგნაირია:

  • 2 თვე უფასოდ გამოიყენებთ QuickShipper-ის ციფრულ პლატფორმას საკუთარი კურიერების სამართავად;
  • 3-ჯერ უფასოდ მოგემსახურებათ QuickShipper-ის ნებისმიერი პარტნიორი კომპანიის კურიერი.

გარდა ამისა, საქართველოს ბანკი მომხმარებლებს ათობით სხვა ბიზნესის პროდუქტებსა და მომსახურებაზე შეღავათებსა და სპეციალურ პირობებს სთავაზობს. გაიგეთ მეტი შეთავაზებების შესახებ საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკიდან.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს ან გადმოწერეთ საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი.

 

გამოგვყევით