logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

Amadeo საქართველოს ბანკის ბიზნესმომხმარებლებს სპეციალურ პირობებს სთავაზობს

Amadeo საქართველოს ბანკის ბიზნესმომხმარებლებს სპეციალურ პირობებს სთავაზობს

1741700357

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მრავალფეროვანი შეთავაზებებისა და შესაძლებლობების შექმნას აგრძელებს. ამ მიზნით, ბანკი ინოვაციურ ფინტექ პლატფორმასთან Amadeo.ge-სთან თანამშრომლობს, რომელიც ბიზნესებს სრულფასოვან ფინანსურ ანალიტიკას და მარეგულირებელი ანგარიშგების ავტომატიზაციას სთავაზობს.

Amadeo.ge-სა დაა საქართველოს ბანკის პარტნიორობით, მცირე და საშუალო ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, Amadeo-ს სერვისების სრულ ჩამონათვალზე 1 წლის განმავლობაში  50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ.

პლატფორმა მომხმარებლებს ფინანსურ საინფორმაციო პანელებს, ანალიტიკურ გრაფიკებსა და ანგარიშებს სთავაზობს, რომლებიც დამუშავებულია რეალურ დროში, რაც კომპანიის მფლობელებსა და ბუღალტრებს ინფორმირებული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.

Amadeo მარტივად ინტეგრირდება არსებულ საბუღალტრო პროგრამებში და ქმნის მუდმივად განახლებად, დინამიკურ ანალიტიკურ პანელებს, რაც ფინანსური რესურსების მართვას კიდევ უფრო ამარტივებს.

შეთავაზებით სარგებლობისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს, ან ვებგვერდს www.bankofgeorgia.ge.

აღსანიშნავია, რომ ბიზნეს შეთავაზებები საქართველოს ბანკის ერთიანი სივრცის, ბიზნეს 360-ის ნაწილია. ამ სივრცეში ხელმისაწვდომია ყველა შესაძლებლობა, რომელსაც ბიზნესები საქმიანობის განვითარებისთვის გამოიყენებენ, მათ შორისაა ბიზნესკურსები, ღონისძიებები, ბიზნესკურსები და სხვა რესურსები.

პროკურატურა სააკაშვილის მიერ გაფლანგულ საბიუჯეტო თანხებზე: სააკაშვილსა და უგულავაზე გასახდომი პროცედურებისთვის ბიუჯეტიდან ანაზღაურებულია 114 682 ლარი

პროკურატურა სააკაშვილის მიერ გაფლანგულ საბიუჯეტო თანხებზე: სააკაშვილსა და უგულავაზე გასახდომი პროცედურებისთვის ბიუჯეტიდან ანაზღაურებულია 114 682 ლარი

გამოგვყევით