საბანკო სექტორის საზედამხედველო კაპიტალი 14 მლრდ ლარს აღემატება. წელს 70 მილიონით გაზრდილია და პირველი მარტისთვის 14.05 მლრდ ლარით განისაზღვრება.
მეტითაც გაიზრდებოდა, რომ არა ბუფერები, რომლითაც სებ-ი კონსერვატიულ მიდგომას ინარჩუნებს, ლიბერალურ IFRS ანგარიშგებაზე გადასვლის შემდეგაც.
ზედამხედველების განმარტებით, სებ-ის მეთოდოლოგიიდან (GAAP), საერთაშორისოზე (IFRS) გადასვლის პერიოდისთვის (07/2023) საზედამხედველო კაპიტალი 600 მლნ ლარის მეტობით დაჯდა. GAAP-ით თუ იყო ₾11.8 მლრდ, IFRS-ით გამოვიდა 12.4 მლრდ ლარი.
განსხვავება განაპირობა წმინდა მოგების მაჩვენებელში მეტობამ, რაც გამოთავისუფლებული რეზერვების ხარჯზე მოხდა. სესხების დანაკარგებისთვის მანამდე სექტორი თუ 1.8 მლრდ ლარს არეზერვებდა, IFRS სტანდარტით მოუწია 950 მლნ. ზედმეტობა კი აისახა ბანკების წმინდა მოგებაში. როგორც იცით,
IFRS-მა, ხუთიანის (საიმედო, საყურადღებო, არასტანდარტული, საეჭვო, უიმედო) ნაცვლად, შემოიტანა სესხების დარეზერვების 3–დონიანი სქემა, მოსალოდნელი ზარალების დასაბალანსებლად.
IFRS-მა შეცვალა კოეფიციენტები, მ.შ. მომსახურების საკომისიოზე. ასევე საზედამხედველო მოთხოვნები დასაკუთრებული ქონების განკარგვის ნაწილში. ბანკში დარჩენილი მსესხებლის გირაო 3–წლიან ვადაში 30-50-100%-ით ხარჯში ჩამოწერას აღარ ექვემდებარება (ბანკს რეზერვის შექმნა აღარ მოეთხოვება. შესაბამისად დასაკუთრებული ქონების ღირებულება ბუღალტრულად იზრდება).
IFRS-ით გაზრდილი მოგებიდან, ბიუჯეტში გადასახდელიც გაიზარდა, გაზრდილი განაკვეთით -20%. შესაბამისად ამ არხითად რამდენიმე ასეული მილიონი დააკლდა სექტორს.
IFRS -ს მოყვა ე.წ. ჩამკეტი, მაკორექტირებელი ბუფერი - CRA, რომ ბანკებს კაპიტალის ბუფერები მეტობით ეჭიროს.
TOP 6 ბანკი საზედამხედველო კაპიტალით
01.03.2024 | 2023 | |
BOGG | 5 263 756 | 5 101 234 |
TBC | 5 192 834 | 5 374 301 |
BB | 608 798 | 573 362 |
LB | 486 369 | 467 159 |
Cartu | 473 078 | 469 089 |
credo | 381 134 | 380 310 |
tera | 310 000 | 309 258 |
Procredit | 306 000 | 298 916 |
000 ₾ | 000 ₾ |