Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 14:25 საათისთვის 1 დოლარი 2.7249-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 14 მაისის ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6866 ლარი გახდა.
შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.6750 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 2.7850 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 2.6750 ლარადაა შესაძლებელი, მისი გაყიდვა კი 2.7750 ლარად.