logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ნოემბერში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტები გაიზარდა, გაზრდილია ვადიანი დეპოზიტების მოცულობაც - სებ

ნოემბერში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტები გაიზარდა, გაზრდილია ვადიანი დეპოზიტების მოცულობაც - სებ

1735122625

ნოემბერში დეპოზიტების მოცულობა, წინა თვესთან შედარებით, 439.6 მლნ ლარით გაიზარდა და 57.96 მილიარდი ლარი შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,  14%-ით არის გაზრდილი დეპოზიტების მოცულობა (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით). ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. 

აღსანიშნავია, რომ ნოემბერში შინამეურნეობების ლარის დეპოზიტები წლიურად (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით) 17%-ით და ხოლო უცხოური ვალუტის დეპოზიტები 12.8%-ით გაიზარდა.

მარეგულირებლის ცნობით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2024 წლის ნოემბრის ბოლოსთვის  48.32% შეადგინა, რაც წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, 0.98 პროცენტული პუნქტით ნაკლებია (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0-.83 პროცენტული პუნქტით).

 აღსანიშნავია ისიც, რომ მზარდია ვადიანი დეპოზიტების მოცულობაც. თუ 2024 წლის ნოემბრის მონაცემებს წინა წლის ანალოგიურ პერიოდს შევადარებთ ვადიანი დეპოზიტების მოცულობა 31.3%-ით გაიზარდა და 26.5 მლრდ ლარი შეადგინა.

გამოგვყევით