საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციები: საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2025
წლის 25 მარტს 5.1-წლიანი 80 მლნ ლარის (28.8 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის ბენჩმარკ ობლიგაციები გაყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას GAlt&Taggart-ი ავრცელებს.
ამასთან, მოთხოვნა 1.6-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან
შედარებით 0.098პპ-ით შემცირდა და 8.550% შეადგინა.
უახლესი აუქციონი დაგეგმილია 2025 წლის 1 აპრილს, სადაც 6-თვიანი 20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების
სახაზინო ვალდებულებები და 2.8-წლიანი 40 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ბენჩმარკ ობლიგაციები
გაიყიდება.