საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2024 წლის 26 მარტს 5-წლიანი 100 მლნ ლარის (37.0 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის ბენჩმარკ ბონდები გაყიდა. ამასთან, მოთხოვნა 1.7-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.305პპ-ით შემცირდა და 7.978% შეადგინა, - ინფორმაციას Galt & Taggart-ი ავრცელებს.
უახლესი აუქციონი დაგეგმილია 2024 წლის 2 აპრილს, სადაც 6-თვიანი 20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სახაზინო ვალდებულებები და 2.8-წლიანი 40 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ბენჩმარკ ობლიგაციები გაიყიდება.