logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"გაციფრულებას აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში, მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია" - ADB

"გაციფრულებას აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში, მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია" - ADB

1746525715

გაციფრულებას ეკონომიკური უთანასწორობის კუთხით, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში, მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია. ამის შესახებ ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკის (ADB)  ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, აღნიშნული პოტენციალის სრულად გამოყენებისთვის, მთავრობებს „ციფრული სხვაობების“ შემცირება ესაჭიროებათ, მათ შორის ინფრასტრუქტურაში, კონკრეტულად, წვდომისა და უნარების განვითარების მიმართულებით.

"მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათწლეულებში აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის განვითარებადმა ეკონომიკებმა ციფრული განვითარებით სხვა რეგიონებს გაუსწრეს, მიღებული სარგებელი თანაბრად არ განაწილებულა. მაგალითად, დღეს გამოქვეყნებულ აზიის განვითარების სტრატეგიის 2025 წლის ანგარიშში: ციფრული გარდაქმნის ხელშეწყობა უკეთესი მომავლისთვის ნათქვამია, რომ რეგიონში ინტერნეტის მომხმარებელთა წილი ქალაქში 13%-ით მეტია, ვიდრე სოფლად, ხოლო მობილური ინტერნეტის ჩამოტვირთვის სიჩქარე ქალაქურ დასახლებებში სოფელზე საშუალოდ 38%-ით სწრაფია. არსებულმა კვლევებმაც აჩვენა, რომ რეგიონის ბევრი განვითარებადი ეკონომიკა ჩამორჩება ციფრულ ჩართულობისა და ციფრული უნარების თვალსაზრისით.

ამავდროულად, სწრაფი განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, რეგიონში კვლავ ძლიერია ეკონომიკური უთანასწორობა. განვითარებადი აზიის მოსახლეობის ჯინის საშუალო კოეფიციენტი, რომელიც შიდა უთანასწორობის მაჩვენებელია, 2022 წელს 6%-ით აღემატებოდა 1990 წლის დონეს. გასული წლის მონაცემებით, რეგიონში მოსახლეობის 18.9% ითვლებოდა ღარიბად, რაც განისაზღვრება დღეში 3.65 აშშ დოლარზე ნაკლები შემოსავლით.

„აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის სწრაფი ციფრული გარდაქმნა საშუალებას იძლევა, რეგიონმა მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღოს,“ — განაცხადა ADB-ის მთავარმა ეკონომისტმა ალბერტ პარკმა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მთავრობებს, რომლებიც ხელს უწყობენ ინკლუზიურ და მდგრად ციფრულ განვითარებას, აქვთ შესაძლებლობა არა მხოლოდ გაზარდონ საერთო პროდუქტიულობა და ინოვაციური პოტენციალი, არამედ ამით შეამცირონ ეკონომიკური უთანასწორობაც. 

მათივე ცნობით, გაციფრულება ხელს შეუწყობს უთანასწორობის შემცირებას, ძირითად სერვისებზე წვდომის გაფართოებით.

"ციფრულ გარდაქმნას შეუძლია დაბალი ნახშირბადის განვითარებისკენ გადასვლის დაჩქარება და რეგიონში თემების მდგრადობის გაძლიერება ექსტრემალური ამინდისა და კატასტროფების მიმართ, მაგალითად, კატასტროფების რისკის მართვის გაუმჯობესებისა და კლიმატური შაბლონების პროგნოზირების მიზნით მოდელირებისა და ანალიტიკის მხარდაჭერით, რაც შესაძლებელს გახდის ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, როგორიცაა კლიმატგამძლე კულტურები.

ანგარიში ურჩევს რეგიონის მთავრობებს შექმნან ეროვნული ციფრული სტრატეგიები, რომლებიც თავს მოუყრის ინკლუზიურობისა და მდგრადობის მიზნებს და ხორცს შეასხამს ადგილობრივ რეალობაზე მორგებულ პოლიტიკას, რომელიც მხარს უჭერს ამ მიზნების მიღწევას. ასევე, მთავრობებმა უნდა ითანამშრომლონ მეწარმეებთან, სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და ადგილობრივ და საერთაშორისო თემებთან", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ADB წამყვანი მრავალმხრივი განვითარების ბანკია, რომელიც მხარს უჭერს ინკლუზიურ, მედეგ  და მგრად ეკონომიკურ ზრდას აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში. მუშაობს რა წევრ ქვეყნებთან და პარტნიორებთან ერთად კომპლექსური გამოწვევების დასაძლევად, ADB ეყრდნობა ინოვაციურ ფინანსურ ინსტრუმენტებს და სტრატეგიულ თანამშრომლობას, რათა გარდაქმნას ადამიანების ცხოვრება, შექმნას ხარისხიანი ინფრასტრუქტურა და დაიცვას ჩვენი პლანეტა. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაციის მფლობელია 69 წევრი ქვეყანა, მათ შორის 50 რეგიონიდანაა წარმოდგენილი. 

გამოგვყევით