logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

მიკრობანკი "კრისტალი" მომხმარებლებს სექტემბერში პლასტიკურ ბარათებს შესთავაზებს

მიკრობანკი "კრისტალი" მომხმარებლებს სექტემბრის ბოლოს პლასტიკურ ბარათებს და დისტანციურ სერვისებს შესთავაზებს. როგორც კომერციული დირექტორი, მელანია კუჭუხიძე გადაცემა "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, ამჟამად, საბანკო ობიექტი მომხმარებელთა საჭიროებების სრულ დაკმაყოფილებაზე აქტიურად მუშაობს.

მელანია კუჭუხიძე დეპოზიტების შესახებაც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ "კრისტალში" დეპოზიტით სარგებლობისას ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის განსხვავება არ არის.  

"თებერვლის თვეში საბანკო ლიცენზია მივიღეთ. ამ ყველაფრის შემდეგ მომხმარებლებისთვის, იმ სერვისების შეთავაზება დავიწყეთ, რომელიც საბაზისოდ ითვლება. კერძოდ, მიმდინარე ანგარიშები, გადარიცხვები, დეპოზიტები. ამასთან, გვაქვს დეპოზიტები, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვისაა გათვლილი. მომხმარებლის კვლევა ძალიან მნიშვნელოვანია, დეპოზიტების სერვისის ბაზარზე ჩაშვებამდე მნიშვნელოვანი კვლევა ჩავატარეთ და საჭირო გადაწყვეტილებები მივიღეთ. სანდოობას, რაც შეეხება უკვე 27 წელია ადგილობრივ ბაზარზე ვართ და მომხმარებლების ნდობას ვიმსახურებთ.

დეპოზიტით სარგებლობისას მინიმალური თანხა - 100 ლარიდან იწყება და მაქსიმუმი 30 000 ლარია, ვინაიდან ასე მიკრობანკების კანონითაა გათვალისწინებული. თუმცა ალტერნატივად, საინვესტიციო პროდუქტი მონეტა გვაქვს, რომელიც უფრო მსხვილ შემოსავლიანი მომხმარებლებისთვისაა გათვლილი. კერძოდ, მინიმალური თანხა 100 000 ლარიდან იწყება და შემდეგ თანხა შეზღუდული არაა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ - პირობები, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირისთვის ერთნაირია", - აღნიშნავს კომერციული დირექტორი.

ამასთან, მელანია კუჭუხიძე უშუალოდ მომხმარებლების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ 100 000-მდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავთ.

"გამოწვევებს, რაც შეეხება კომპანიამ გააზრებულად მიიღო, რომ ბანკი გამხდარიყო. ჩემი აზრით, მიკროსაფინანსოს უფრო აქვს გარკვეული სახის გამოწვევები. ახლა გარკვეული სახის პროცესები უფრო გვაქვს, ვიდრე გამოწვევები, რომ მომხმარებლებს ახალი სერვისები შევთავაზოთ", - აღნიშნავს მელანია ჭულუხიძე.

ცნობისთვის, მიკრობანკი  კრისტალი ადგილობრივ ბაზარზე 27 წელია ოპერირებს და საქართველოს მასშტაბით 50-მდე ფილიალითაა წარმოდგენილი. 

 

გამოგვყევით